top of page

ჩვენს შესახებ

"MK" ღვინის საფირმო სახელწოდება ჩვენი ბაბუის, დამსახურებული მეღვინის წოდებით ცნობილ მიხეილ ქუმსიაშვილის მემკვიდრეობის გაგრძელებაა, რომელმაც 50 წელი გაატარა ქართული მეღვინეობის დარგში, დახვეწა და გააფართოვა მისი უნიკალური ღვინის სტილები საერთაშორისო აღიარებით, აღზარდა მეღვინეების თაობები და ჩაუნერგა ღვინის დაფასების მაღალი ღირებულებები. დღეს ჩვენს ჯილდოს მფლობელ ღვინოებს მისი შვილიშვილი, ასევე სახელად მიხეილი, ამზადებს. 2022 წელს, Chateau MK Rhapsodia-მ ღვინის ოსტატების გამორჩეული ჟიურისგან 95 ქულით ოქროს მედალი მიიღო International Wine & Spirits Challenge (IWSC)-ზე.

Frame 2_edited.png
dasdsad.png
Picture-MK Senior with Barrels.jpg

ჩვენი მისია და ფილოსოფია

ჩვენ შთაგონებულნი ვართ ჩვენი ოჯახის მეღვინეობის ტრადიციით, რომელიც გამსჭვალულია იმ მიზნით რომ დააახლოვოს ადამიანები და ვიზეიმოთ სიცოცხლე შემართებით, სიხარულით, და ღვინის უნიკალური ღირებულებებით.  ჩვენ პატივს ვცემთ ღვინის ისტორიას, თითოეული ყურძნის ჯიშს და მეღვინეების ოჯახის სამი თაობის მიერ დაგროვილ სიბრძნეს.

ღვინის დაყენების ხელოვნება:
ქართული ღვინის უძველესი ფესვები

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, როგორი გემო ჰქონდათ უძველეს ღვინოებს? აღმოაჩინეთ, როგორ აგრძელებს ჩვენი მეღვინეობა ღვინის დაყენების 8000 წლიან უწყვეტ ხელოვნებას. მეცნიერებმა საქართველოში აღმოაჩინეს უძველესი არქეოლოგიური  მტკიცებულება ქვევრებში ღვინის კვალის სახით.

 

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი განსაკუთრებული ღვინოებით. ეს ღვინოები ენერგიითა და ელეგანტურობითაა აღსავსე. დააკმაყოფილეთ თქვენი ცნობისმოყვარეობა საოცარი არომატების, უძველესი ღვინის კულტურისა და ისტორიის მიმართ.

სამი თაობის სრულყოფილება

ჩვენი თანადამფუძნებლი და მთავარი მეღვინე, მიხეილ ქუმსიაშვილი, მეღვინედ ჩემოყალიბდა ბაბუა მიხეილთან და მამა გენადისთან  ახლო მუშაობით. მათი მიღწევებიდან გამომდინარე, სამივე თაობამ დაამტკიცა მეღვინეობის ხელოვნების პატივისცემა და სრულყოფილების ერთგულება.

 

ის 25 წელზე მეტია არაერთ ღვინის ქარხანაში მუშაობდა და მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. მიხეილი თავის მეღვინეობის ფილოსოფიას ასე გამოხატავს: „ჩვენ ვქმნით ელეგანტურ და გამორჩეულ ღვინოებს მთელი სულისკვეთებით, პატივისცემით ვაფასებთ თითოეული ყურძნის ხასიათს და მეღვინეების ოჯახის სამი თაობის მიერ დაგროვილ სიბრძნეს“.

ჯილდოები

MK რაფსოდია

95 ქულა - ოქროს მედალი

საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი 2022

„კონცენტრირებული და არომატული, ლიმონის მარმელადისა და დანაყული სუნელების მდიდარი ტონებით. არომატი მანდარინისა და ფორთოხლის ყვავილის ტონებით გრძელდება. ხანგრძლივი დასრულება ნუშის არომატით ვითარდება.“
დაწვრილებით

ვერცხლისფერი.png

91 ქულა - ვერცხლის მედალი

ლონდონის საერთაშორისო ღვინის კონკურსი 2018

„თაფლის, ცვილის, მწვანილის, ქლიავისა და ატმის ტონები და მდგრადი ხანგრძლივობა. აქვს ყველიანი, ცვილისებრი არომატი და გარკვეული ტანინები.“
დაწვრილებით

ingl-shavi.png

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2019

ვერცხლის მედალი
დაწვრილებით

MK აიეტი

ჩარჩო 3.png
ingl-shavi.png

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2020

ვერცხლის მედალი
დაწვრილებით

ingl-shavi.png

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2019

ვერცხლის მედალი

დაწვრილებით

წინანდლის აპელაცია, კახეთის ღვინის რეგიონი

მხოლოდ წინანდლის აპელაციის ტერიტორიაზე ვხვდებით 9 განსხვავებულ ნიადაგურ ზონას (ვულკანური ალუვიური და პროალუვიურიდან ყავისფერ ტყემდე, მძიმე თიხნარ და თიხნარამდე), რომლებიც შესაფერისია მაღალი ხარისხის ვაზის ჯიშების მოსაყვანად.

 

მევენახეობის ამ ბუნებრივ ჰაბიტატში, მეღვინეობის სამშობლოში, ნიადაგის მრავალფეროვნება და მრავალი უნიკალური ყურძნის მოყვანის შესაძლებლობა საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესანიშნავი უპირატესობაა მსოფლიო ბაზარზე.

bottom of page