Terms and Conditions
1. პირობების მიღება
www.mkwinery.com ვებსაიტზე წვდომით ან გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2. ასაკობრივი შეზღუდვა
ამ ვებსაიტის გამოყენებით, თქვენ წარმოადგენთ და იძლევით გარანტიას, რომ ხართ 18 წელს ზემოთ. თუ თქვენი ასაკი არ აღემატება 18 წელს, თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვებგვერდი.
3. შეკვეთები
ყველა შეკვეთა ექვემდებარება შპს შატო ქუმსიაშვილის (შემდომში, მკ) მიერ მიღებასა და დამუშავებას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ შეკვეთა თქვენთან შეთანხმებით.
4. ფასები
ყველა ფასი ექვემდებარება ცვლილებას შეტყობინების გარეშე.
5. გადახდა
გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს შეკვეთის დროს. ჩვენ ვიღებთ საკრედიტო ბარათებს და Amex გადახდებს.
6. მიწოდება
ტრანსპორტირების ხარჯები გამოითვლება გადახდისას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მიწოდების წესების გვერდზე.
7. დაბრუნება
ჩვენ არ ვიღებთ დაბრუნებას გაუხსნელ ღვინის ბოთლებზე. თუ ღვინო დაზიანებულია ან აქვს ნაკლი, დაგვიკავშირდით საკონტაქტო მეილზე და ჩვენი ღვინის სპეციალისტების თანხმობის შემთხვევაში ჩვენ დავაბრუნებთ თანხას ან შევცვლით ბოთლს.
8. თანხის დაბრუნება
თანხის დაბრუნება ხორციელდება გადახდის თავდაპირველ ფორმაზე, დაბრუნებული ნივთის მიღებიდან 3-4 დღეში.
9. მარეგულირებელი კანონი
ეს წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ცვლილებები წესებსა და პირობებში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ეს პირობები ნებისმიერ დროს. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
11. საკონტაქტო ინფორმაცია
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ წესებთან და პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე ChateauKumsiashvili@gmail.com
წესები და პირობები იურიდიული პირებისათვის
1. პირობების მიღება
ამ ვებსაიტზე წვდომით ან გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ შესყიდვას ახორციელებთ იმ იურიდიული პირის სახელით, რომელსაც წარმოადგენთ წინამდებარე პირობებით.
2. უფლებამოსილი წარმომადგენელი
თქვენ წარმოადგენთ და იძლევით გარანტიას, რომ ხართ იმ იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც წარმოადგენთ და რომ გაქვთ უფლებამოსილება დააკავშიროთ იურიდიული პირი წინამდებარე პირობებთან.
3. გადახდა
შეგიძლიათ გადაიხადოთ კორპორატიული საკრედიტო ბარათით ან მოითხოვოთ საბანკო გადარიცხვა.
4. საგადასახადო საბუთები
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ საგადასახადო საბუთები (ზედნადების, ა/ფ-ის ატვირთვა). საბუთების ატვირთვას 2-3 სამუშაო დღე სჭირდება, ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზედნადების ატვირთვა ვერ განხორციელდება თვის ბოლოს შესყიდულ პროდუქციაზე.
ამასთანავე, ვაუჩერებზე ზედნადებისა და ანგარიშფაქტურის გაცემა არ შეგვიძლია.
5. მარეგულირებელი კანონი
ეს წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ცვლილებები პირობებში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ეს პირობები ნებისმიერ დროს. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ წესებთან და პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ChateauKumsiashvili@gmail.ge